Wednesday, February 20, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პრაქტიკის კვლევის რეფლექსია


რეფლექსია  კვლევის   შედეგების   გაზიარების     შესახებ.

კვლების მიზანი იყო მათემატიკის სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციისა და  აკადემიური მოსწრების ამაღლებას.
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს,გრძელდებოდა 4 თვის განმავლობაში,კვლევის შედეგები დადებითია და ჩავთვალე რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებისთვის გაზიარება.
კვლევის პრეზენტაცია გაკეთდა მათემატიკის კათედრაზე. კოლეგებს დეტალურად გავაცანი პრობლემა, რომელიც დავინახე; კვლევის მიზანი; ინტერვენცია და შედეგები. ვისაუბრეთ სარგებელზე, რაც შეიძლება  მიიღონ განხორციელებული კვლევის შედეგად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
ასევე კოლეგები დამესწრნენ  სამოდელო გაკვეთილზე რომელიც იყო კვლევის ნაწილი და რომელიც  ჩავატარე VIII კლასში თემაზე:“მათემატიკური პროგრამა „Geogebra“-ს გამოყენება გეომეტრიული ფიგურების ფართობის გამოთვლისათვის“
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა.
      კვლევის შედეგების საფუძველზე  ჩემს კოლეგებს გავუწიე რეკომენდაცია, რომ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენება:
1.       ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,აძლევს მოსწავლეს პროცესებისა და მოვლენების მოდელირების საშუალებას;
2.       აჩვევს სწავლასა და თანამშრომლობას,იძლევა სწავლის საშუალებას ინფორმაციის შესწავლა ანალიზის გზით;
3.       ახალი მასალის ახსნის პარალელურად მივუთითოთ მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ისტ-ის ტექნოლოგიები მასალის ადვილად ასათვისებლად;
4.       მივანიშნოთ მოსწავლეებს, როდის არის უმჯობესი მათი გამოყენება, შევაფასოთ სწორად იყენებენ მას მოსწავლეები, თუ - არა;
5.      ავუხსენათ და დავუსაბუთოთ მოსწავლეებს სწავლის სტრატეგიების ეფექტური გამოყენების სარგებელი.
      

 კვლევის შედეგების და რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ პედაგოგებმა დადებითად შეფასეს ინტერვენციების    ეფექტიანობა, ასევე აღნიშნეს შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რელევანტური და საფუძვლიანად დასაბუთებული რეკომენდაციების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.
მათ განაცხადეს, რომ მოსწავლეთა მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის, ციფრული ტექნოლოგიების  აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, მართლაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ,მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომია ეს  ყველა მასწავლებლისათვის ,სკოლაში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა სამწუხაროდ არ იძლევა ამის საშუალებას და  სასურველია განათლების სამინისტრომ და სკოლამ იზრუნეს ამ საკითხის მოგვარებისთვის.
კვლევის შედეგების გაზიარება ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი უპირველესად იმიტომ, რომ კოლეგებისაგან მივიღე კონსტრუქციული უკუკავშირი. მათგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი დამეხმარება გავაუმჯობესო კვლევითი უნარ-ჩვევები.

ნინო რეხვიაშვილი